logo_geo
eng_logo
კულება: კონტრშეტევა არ უნდა აღიქმებოდეს გადამწყვეტ ბრძოლად
- +

29 აპრილი. 2023. 01:14

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა არ უნდა იყოს აღქმული გადამწყვეტ ბრძოლად.

კონტრშეტევა არ უნდა იყოს მიჩნეული გადამწყვეტ ბრძოლად. გადამწყვეტი ბრძოლა არის ის, რომელიც გამოიწვევს უკრაინის ტერიტორიების სრულ გათავისუფლებას. ეს დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბოლოს და არა ბრძოლის დასაწყისში.

თუ საჭიროა ერთი კონტრშეტევა, იქნება ერთი, თუ ორი ან მეტი, ეს ასე იქნება. ეს არ არის კონფლიქტი, რომლის გაყინვაც შეიძლება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც კონტრშეტევას განიხილავენ, როგორც გადამწყვეტ ბრძოლას, „ამახინჯებენ უკრაინის ძალისხმევის სურათს“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner