logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოს დეოკუპაციის გზაზე
- +

28 აპრილი. 2023. 20:44

"მინდა მივულოცო ყველა ქართველს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს ეს დიდი გამარჯვება, რომელსაც საქართველომ მიაღწია სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოს დეოკუპაციის გზაზე," - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„მინდა მივულოცო ყველა ქართველს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს ეს დიდი გამარჯვება, რომელსაც საქართველომ მიაღწია სტრასბურგის სასამართლოში. პირველი დავა რუსეთის წინააღმდეგ იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე, რომელზეც უკვე არსებობს გადაწყვეტილება - რუსეთს დაეკისრა უკანონოდ დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონის გადახდა. შემდეგი იყო 2008 წლის ომის საქმე, სადაც იყო 2021 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება და დადგინდა დარღვევები, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, და საბოლოოდ დადასტურდა ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ნაწილი. შემდეგ გაგრძელდა ეს საქმე და ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვების, ასევე მათი საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოს დეოკუპაციის გზაზე. დაახლოებით 130 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა რუსეთს მოუწევს სხვადასხვა სახის დარღვევების გამო: ეს არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, 23 000-მდე მოქალაქის საკუთარი საცხოვრებლიდან უკანონოდ გამოძევება, სადაც დაბრუნების შესაძლებლობა მათ დღემდე არ აქვთ. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოსა და კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ დაარღვია არაერთი საერთაშორისო სამართლის ნორმა და მათი კონვენციური უფლებები. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად სამართალი აღსრულდება და მთელი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია წარმატებით განხორციელდება“, - აცხადებს ბრეგაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner