"რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი იყო და შესაბამისად, მას აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვალდებულება, რომ ეს ზიანი სრულად აანაზღაუროს, რომელიც მან საქართველოს მოქალაქეებს მიაყენა," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკაში“ 2008 წლის ომის სარჩელზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილება აქვს ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ამ ზიანს რუსეთი სრულად აანაზღაურებს. რაც არ უნდა დიდი პერიოდი გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.