logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: აშშ-ის საკონსულოსგან მომივიდა პასუხი, რომ მე ვარ კრიმინალი...
- +

28 აპრილი. 2023. 21:32

 

 

მომღერალ თემურ თათარაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, აშშ-ის ვიზა არ მისცეს. როგორც მომღერალი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, ის ამერიკაში 21-ჯერ არის ნამყოფი და არასოდეს, არანაირი დარღვევა არ ჰქონია. თათარაშვილი იხსენებს, რომ ე.წ. შავ სიაში ის ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეიყვანეს, თუმცა, ამჟამად აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია და ამბობს, რომ მისთვის ვიზაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საკონსულოში წარსადგენი დოკუმენტები ყველა წესის დაცვით წარადგინა, მათ შორის ცნობაც მისი ნასამართლობის შესახებ. მომღერალი აღნიშნულს მის პოლიტიკურ სიმპათიას და მოქმედი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას უკავშირებს.

 

„აშშ-ში ნამყოფი ვარ 21-ჯერ და არასოდეს არანაირი დარღვევა არ მქონია. ბოლოს საკონსულოში დაახლოებით ხუთი წლის წინ შევედი და როგორც მაშინ ქალბატონმა კონსულმა ამიხსნა, წინა მთავრობის მიერ ე.წ. შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და სწორედ ამიტომ მოვყევი სავიზო შეზღუდვაში. მაშინდელი კონსული არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ, რომელიც შეწუხდა შექმნილი ვითარების გამო და თავად შემომთავაზა, რომ დაწერდა წერილს საემიგრაციო სამსახურისთვის, რათა ჩემთვის ეს შეზღუდვა მოეხსნათ. ამ ამბიდან გასულია ხუთი წელი და ახლა, ისევ შევიტანე განაცხადი აშშ-ის ვიზაზე. საკონსულომ მომთხოვა გარკვეული საბუთები, მათ შორის ჩემს ნასამართლობაზე. ყველა საჭირო დოკუმენტაცია შევაგროვე, რა თქმა უნდა, წარვადგინე ნასამართლობის ცნობაც. ჩემი ნასამართლეობა გაქარწყლებულია და ის უკვე აღარსად ფიქსირდება. მოკლედ, დაახლოებით 50 ფურცელი დოკუმენტებისა შევაგროვე და გავგზავნე საკონსულოში. ერთი კვირის წინ მომივიდა პასუხი, რომ მე ვარ კრიმინალი... გაგიკვირდებათ, რომ ეს უარი რეალურად ჩემს პოლიტიკურ სიმპათიას უკავშირდებოდეს? მე არა! ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის შუქურაა, შეიძლება თავისი მეგობარი სახელმწიფოს ცნობილ მომღერალს ვიზას არ აძლევდეს?! როგორც ჩანს, მათ სხვანაირად ესმით მეგობრობა და სხვანაირი დემოკრატია ჰქონიათ... გულდასაწყვეტია, რომ იმ ქვეყნისგან, რომელიც ძალიან მიყვარს, ასეთ პასუხი მივიღე. ვიცი, ძალიან ბევრს გაახარებს ჩემთვის ვიზაზე უარის თქმა, მაგრამ მინდა, ყველა მათგანმა დაიმშვიდოს გული, მე ისედაც 21-ჯერ ვარ აშშ-ში ნამყოფი“, - აცხადებს მომღერალი.

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=207143

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner