უკრაინის ქალაქ უმანზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.