ლაშა გეგეჭკორი: ვის უნდა რუსეთი,არჩევნებში გამარჯვებულ უმრავლესობას, თუ თქვენ-მარტივ მამრავლებად დაშლილ და რუსულ რუბლებზე “მსხდომ” ოპოზიციას?
-
+
28 აპრილი. 2023. 21:54
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპიციზიას მიმართავს.
"ოპოზიციას მივმართავ:არითმეტიკა იცით?
IRI-ის ბოლო კვლევის მიხედვით,
გამოკითხულების 89% მხარს უჭერს ქვეყნის
ევროკავშირში გაწევრიანებას,80% კი ემხრობა
საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ,
48.22%-ით და მიიღო 928 004 ხმა.
(ბლოკმა ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია,მიიღო 27.18%)
არჩევნები გაყალბდაო,იმდენად ბანალური თემაა,
თვითონვე აღარ ახსენებთ.
ამავე წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 736 000 ადამიანს.
ჰოდა,ვის უნდა რუსეთი,არჩევნებში გამარჯვებულ უმრავლესობას,რომელიც,რა თქმა უნდა კვლევის პროცენტებშიც მეტობითაა,თუ თქვენ-მარტივ მამრავლებად დაშლილ და რუსულ რუბლებზე “მსხდომ” ოპოზიციას?
ამოცანა გვეკითხება, 48 მეტია თუ 27…"- წერს გეგეჭკორი.