logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს არქიტექტურისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

28 აპრილი. 2023. 22:23

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს არქიტექტურისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს არნე ჰოის და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე წარადგინეს პრეზენტაცია ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელსაც აკადემია 2021 წლიდან საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში „ახალი დემოკრატიის ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.

დანიელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად სახელოვნებო სკოლის შენობის აღდგენაზე მუშაობენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner