logo_geo
eng_logo
ტრამპი: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობასა და კონფლიქტს შორის არჩევანია
- +

29 აპრილი. 2023. 01:34

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობასა და კონფლიქტს შორის არჩევანია, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში გამართულ მიტინგზე.

 

„ამ არჩევნების არჩევანი ახლა სიძლიერესა და სისუსტეს, წარმატებასადა წარუმატებლობას, უსაფრთხოებასა და ანარქიას, მშვიდობასა და კონფლიქტს, კეთილდღეობასა და კატასტროფას შორისა. ჩვენ ვცხოვრობთ კატასტროფაში. 2024 წლის 5 ნოემბერს თქვენი ხმებით ჯო ბაიდენს დავამარცხებთ. თეთრი სახლი, ეს მშვენიერი, ლამაზი თეთრი სახლი, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ იგი. ჩვენ მას [ჯო ბაიდენს] საარჩევნო ყუთთან დავამარცხებთ და დავასრულებთ დაუსრულებელ საქმეებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

ჯო ბაიდენი მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამდიდრებაზე ზრუნავს, მე კი თქვენი და თქვენი ოჯახების გამდიდრებაზე ვზრუნავ. ბაიდენის გამარჯვება ცუდი იქნება თქვენთვის, კარგი ჩინეთისთვის და მართლაც შესანიშნავი გლობალისტებისთვის. ბევრი გლობალისტი გვყავს“, - განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner