logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა
- +

28 აპრილი. 2023. 23:58

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განვიხილეთ ვითარება გარკვეული სახელმწიფოების მიერ სოფლის მეურნეობის ჩვენი პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ირგვლივ.

ხაზს ვუსვამ, რომ ეს არა მხოლოდ არღვევს უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას, არამედ საშიშ იმედს აძლევს კრემლს. იმედს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სახლში ვიღაცის მცდარი გადაწყვეტილებები შეიძლება დომინირებდეს საერთო ინტერესებზე.

ახლა, როდესაც რუსეთი არღვევს თავისუფალ ვაჭრობას, ცდილობს დაბლოკოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, ნამდვილად არ არის ამის დრო. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ნორმალური, კონსტრუქციული გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ყველა ქვეყნის და მთლიანად ევროპის ინტერესებს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რა გამოსავალი შეიძლება იყოს და მუდმივად ვკონტაქტობთ ყველა პარტნიორთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner