logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თქვენ, ვიღაც უდღეურები, ებრძვით რუსებს? ვაი თქვენს პატრონს!
- +

2 სექტემბერი. 2016. 10:50



„ჩვენ ისეთებიც გვაქვს ჩადენილი, ვლადიმირ პუტინმა რომ იცოდეს, ძებნას გამოაცხადებდა. ამიხსენით, ახლა თქვენ, ვიღაც უდღეურები, ებრძვით რუსებს? ვაი თქვენს პატრონს!!!", - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი facebook-გვერდზე.



 

„მაშ, ასე, 1981-1983 წლები. ვლადივოსტოკი:

 

1. ჩვენ ღამის 4 საათზე, გაგანია ზამთარში, ერთი ნამძინარევი რუსი გავიყვანეთ გარეთ და ჩავაგდეთ წყლით სავსე ბასეინში. გაგიჟდა!

 

2. ღამის 3 საათზე, როცა მთელ „როტას" ეძინა, რუსებს ფეხის თითებში გავუკეთეთ „პრავდა" და წავუკიდეთ ცეცხლი. მთელი ღამე დარბოდნენ გიჟებივით!

 

3. მე და ბათუმელმა მიშამ 2 წლის განმავლობაში უნიტაზში თავი ჩავაყოფინეთ 15-მდე რუსს. მივაჩმორეთ!

 

4. ყაზარმაში გვქონდა დიდი მაგნიტოფონი, სადაც ჩაწერილი იყო „ჩიტო-გვრიტო". ერთხელ რუსებმა გამოგვირთეს და ჩართეს ვალერი ლეონტიევი. უცებ ჰაერში აფრინდა 150 „ტაბურეტკა". მართალია, რამდენიმე „ტაბურეტკა" ჩვენც მოგვხვდა, მაგრამ რას დავეძებდით? ისევ ჩართეს „ჩიტო-გვრიტო". მივაჩმორეთ!

 

5. მე და ჭიათურელმა გივიამ 2 წლის განმავლობაში უმიზეზოდ გავძუყნეთ 50-მდე რუსი. მართალია, ზოგჯერ ჩვენც გვხვდებოდა, მაგრამ რას დავეძებდით? „პალაჟენიის" დაყენება მსხვერპლს ითხოვდა!

 

6. ერთხელ ერთმა რუსმა თქვა, თბილისის „დინამომ" ევროპის თასი რომ აიღო, მკიდიაო. წავიყვანეთ „კლადოვკაში" და ვაწამეთ. სულ სველი „მეშოკებით" ვცემეთ, „ნაჩალნიკობა" ვერაფერს მიხვდა!

 

გავაგრძელო? ჩვენ ისეთებიც გვაქვს ჩადენილი, ვლადიმირ პუტინმა რომ იცოდეს, ძებნას გამოაცხადებდა. ამიხსენით, ახლა თქვენ, ვიღაც უდღეურები, ებრძვით რუსებს? ვაი თქვენს პატრონს!!!" - წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner