logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა გარაჟში არ ველოდი!
- +

29 აპრილი. 2023. 13:57

 

 

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამის წინააღმდეგი იყო. უარის მიღების შემდეგ ცოტაძემ დახმარებისათვის ამერიკის ელჩს მიმართა. აღნიშნულ ფაქტს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

„მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქ-ნი ელჩი, თუმცა გარაჟში არ ველოდი! რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას? რა ინვესტიცია გაქვთ ჩადებული ამ გარაჟში, რა სჭირს დასაცავი ან ვისგან იცავთ, გაგვიმხილეთ, თუ პირადად არა, ღია წყაროებიდან მაინც ანდა საპარლამენტო გარაჟდამცავი კომისია შექმენით!“ - წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner