logo_geo
eng_logo
„ბათუმობა 2023“-ის ფარგლებში ბათუმს 12 ქალაქის დელეგაცია ეწვია
- +

29 აპრილი. 2023. 14:10

 

 

დღეს ბათუმობაა. „ბათუმობა 2023“ თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს ეძღვნება. მთელი დღის განმავლობაში ძირითადი ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ იმართება.

 

„ბათუმობის დღესასწაულს გილოცავთ!

 

ვულოცავ ყველას, ვინც ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და თავისი ცხოვრება ბათუმს დაუკავშირა. ვისთვისაც ეს ქალაქი ყველაზე ძვირფასი და განუყოფელია. ვინც ამაყად უწოდებს საკუთარ თავს ბათუმელს.

 

ბათუმობა ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს თითოეულ ჩვენგანს, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიისა და პროფესიისა. ამ დღეს ჩვენ ვხვდებით სიამაყით, მდიდარი და საინტერესო ისტორიით, წარმატებული და ბედნიერი მომავლის რწმენით.

 

ბათუმი თანამედროვე ქალაქია, რომელმაც შეინარჩუნა თავისი იდენტობა. ბათუმელების ძალისხმევით, ქალაქი წლიდან წლამდე იცვლება, უფრო მიმზიდველი და კომფორტული ხდება. თუმცა, ერთი რამ უცვლელი რჩება - ამ ქალაქისადმი სიყვარული.

 

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის ყველა მცხოვრებს, ვინც თავისი შრომით, ნიჭითა და ენერგიით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქალაქის პოტენციალის გაძლიერებასა და განვითარებაში. ყველაფერი, რაც ბათუმისთვის კეთდება, კეთდება სიყვარულით და თქვენთვის! რადგან ბათუმი ჩვენი საერთო სახლია.

 

მადლობას ვუხდი ყველა სტუმარს, ვინც ბათუმობას ესწრება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებს.

 

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სითბოს, სიყვარულსა და კეთილდღეობას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

„ბათუმობა 2023“-ის ფარგლებში, ბათუმს 12 ქალაქის დელეგაცია ეწვია. ბათუმის მერის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სინიანს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner