logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ყველა ევრორეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, ზედმიწევნით სრულდება
- +

29 აპრილი. 2023. 15:13

 

 

„ყველა რეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, ზედმიწევნით სრულდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო არავის საშუალებას, რომ მათ საბაბად ჩვენ მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ მოტივით თქვან უარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ევროპული რეკომენდაციების პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რაც აქამდე თეორიულად იყო შესაძლებელი, შესრულებულია. ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებოდით და იქ არ ვაპირებთ ჩვენ საბაბის მიცემას საიმისოდ, რომ არშესრულებაზე ვალაპარაკოთ ან სპეკულაციისთვის სივრცე დავტოვოთ. თუ დეპოლარიზაციაზეა ლაპარაკი, ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მეორე მხარისგან ამის მოლოდინი არ გვაქვს, იმიტომ რომ მათი ინტერესია, რომ არ შესრულდეს და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. მაინც მოვუწოდებთ, ჩაერთონ დეპოლარიზაციის პროცესში, რამდენადაც ეს შეუძლიათ და მიღებული დავალებები ამის საშუალებას აძლევთ. რჩება რამდენიმე რეკომენდაცია და მათი ნაწილი, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა. ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ყველა რეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, ზედმიწევნით სრულდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო არავის საშუალებას, რომ მათ საბაბად ჩვენ მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ მოტივით თქვან უარი. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება. სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, იმიტომ რომ ამაზე შემდეგ მათი მთელი გეგმები აწყობილი“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner