logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე კელი დეგნანის საყოფაცხოვრებო დავაში ჩართვაზე: ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ - სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ეხება საქმე
- +

29 აპრილი. 2023. 15:36

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებულ საყოფაცხოვრებო დავაში ჩართვის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომელზეც უხერხულობის გამო, ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

„მე ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ. სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მის წარმომადგენელს ეხება საქმე. ეს უხერხულობა, ალბათ ძნელი ასახსნელია და დეტალურ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ვისურვებდი, ასეთი უხერხულობები არ შეგვექმნას, მათ შორის, ჩვენც, იმით, რა კადრებიც ვნახეთ ეთერში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner