logo_geo
eng_logo
მოძრაობა "ეროვნულები" პარლამენტს ლუსტრაციის კანონს სთავაზობს
- +

10 მარტი. 2016. 15:58



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:


ჩემო მეგობრებო! მოძრაობა ეროვნულების" ბაზაზე იქმნება საინციატივო ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით უახლოეს 1 თვეში მოამზადებს ლუსტრაციის კანონს, რომელსაც შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში არ შეიპარონ სხვადასხვა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები. ასევე საქართველოს ღალატში შემჩნეული პერსონები. ვისაც გსურთ შეიტანოთ თქვენი კომპეტენტური წვლილი ამ მამულიშვილურ საქმეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

 

P.S. ლუსტრაციის კანონის შთაგონების წყარო და მუზა უდავოდ „ინაურის ბიჭები“ ბრძანდებიან რესპუბლიკური პარტიიდან. იმედია, ძმები ბერძენიშვილები დაუჭერენ მხარს ამ კანონს", - წერს სანდრო ბრეგაძე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner