logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: IRI-ის კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს - უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს
- +

29 აპრილი. 2023. 17:00

 

 

„უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს“, - ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე მიმდინარე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება.

 

მდინარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელშიც  „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ ფონზე, რომ ამომრჩეველთა საერთო სიის 20%-ზე მეტი უკვე მივიდა მიმდინარე არჩევნებზე.

 

„რამდენიმე დღის წინ IRI-ს კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს.

 

დღეს, მიმდინარე არჩევნებში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების აქტივობა 20%-ს გადასცდა.

 

ვიმეორებ, უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს!

 

კიდევ ვიმეორებ, იმ უბნებში და ოლქებში, სადაც დღეს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა საერთო სიის(!) 20%-ზე მეტი უკვე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კანდიდატები არ ჰყავს დაყენებული…

 

აი რაია?“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner