logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ოპოზიციამ ვერ გაბედა, რომელიმე ოლქში დაეყენებინა თავისი კანდიდატურა - მათ წინასწარ იცოდნენ, რომ განწირულები იყვნენ მარცხისთვის
- +

29 აპრილი. 2023. 20:32

"არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია. აქ მთავარი მომენტი არის, რატომ არ იყო არცერთი კონკურენტი. მარტივად რომ ვთქვათ, ოპოზიციამ ვერ გაბედა, რომელიმე ოლქში დაეყენებინა თავისი კანდიდატურა. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მათი კანდიდატები განწირულები იყვნენ მარცხისთვის და შესაბამისად, ის მოგონილი რეიტინგები, რომელიც IRI-მ გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ დადასტურდებოდა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვის მხარესაა ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თუმცა არც ასე იყო. ფოთში მაგალითად იყო ოპოზიციური კანდიდატი და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვებს“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე საზოგადოების აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რითაც ხაზს უსვამს, თუ რა განწყობა აქვს ხელისუფლების მიმართ.

„საზოგადოება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნებს და არჩევნების გზით საკუთარი წარმომადგენლის ყოლას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner