logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობითა და რეფორმებით, პროგრეს მიაღწია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება
- +

29 აპრილი. 2023. 20:53

"რადიკალური ოპოზიცია ბრალს გვდებდა, რომ თითქოს მაღალი რანგის ვიზიტები არ ხდება, ახლა როდესაც ნახეს, რომ უმაღლესი რანგის ვიზიტები ხორციელდება ყველა მიმართულებით, ახლა აცხადებენ, რომ თითქოს ეს წარუმატებელი ვიზიტები იყო, რის საფუძველზე ამბობენ ამას?!," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპისთვის ძლიერი პარტნიორი, საქართველოს სახით, ძალიან საჭიროა. საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით და იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში ვითარდება საკმაოდ მნიშვნელოვან პროგრეს მიაღწია და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. თუმცა ის დამაზიანებელი პოლიტიკა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ეწევა, რომლითაც ფიქრობენ რომ ამით „ქართულ ოცნებას“ აზიანებენ, რეალურად ისინი ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ. ამიტომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner