logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: უნგრეთში დაგეგმილი კონფერენცია უკავშირდება ქვეყნის ეროვნულობის, იდენტობის, ტრადიციების, ოჯახის კულტურის, სარწმუნოებისა და მნიშვნელოვანი ფაქტორების კიდევ უფრო განმტკიცებას
- +

29 აპრილი. 2023. 20:55

"რა თქმა უნდა, ეს არის ახალი მონაჭორი, ახალი ტალღა, რომელიც წამოვიდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რადგან მსგავსი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა. ამ საკითხზე ეგრევე ჩანს, რომ დამაჯერებლობა არ არის საფუძვლიანი, რადგან ისინი ამას უკავშირებენ კონკრეტულ კონფერენციაში პრემიერის მონაწილეობას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტების სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ გარიცხავენ.

„მოდით, ვნახოთ, რას ეხება ეს კონფერენცია, რომელზეც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი. ეს კონფერენცია უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულობის, იდენტობის, ტრადიციების, ოჯახის კულტურის, სარწმუნოებისა და მნიშვნელოვანი ფაქტორების კიდევ უფრო განმტკიცებას. ამ საკითხების ირგვლივ არის ეს კონფერენცია ორგანიზებული. ამაში თუ ვინმე საგანგაშოს ხედავს, მაშინ კითხვები იმ ადამიანების მიმართ უნდა დაისვას, ვინც ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მით უმეტეს, ამ კონფერენციის მიბმა ჭორის დონეზე ოპოზიციის მიერ აგორებულ თემაზე, აბსოლუტურად აბსურდია“, - განაცხადა მიქანაძემ.

„ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას“ წელს უნგრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართული ოპოზიციური წრისთვის კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმავე ტრიბუნაზე უნდა გამოვიდეს, სადაც ვიქტორ ორბანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner