logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია
- +

29 აპრილი. 2023. 22:57

"მე ამ თემაზე სიღრმისეულ კომენტარს არ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს ზოგადად, მე მოვერიდები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა ეს ყველაფერი უცნაური იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner