"მე ამ თემაზე სიღრმისეულ კომენტარს არ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს ზოგადად, მე მოვერიდები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა ეს ყველაფერი უცნაური იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა.