logo_geo
eng_logo
თბილისის მერია ტროტუარებზე მანქანების გაჩერების აკრძალვას და ავტოსადგომების მოწესრიგებას იწყებს
- +

2 სექტემბერი. 2016. 10:56



ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანებისათვის სადგომი გაკეთდა. მერიის მიერ დაგეგმილი პროექტიდან ეს პირველი ლოკაციაა, სადაც პარკირების სისტემა მოწესრიგდა. ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.

 

გაკეთდა პირველი შეჭრა, სადაც 17 ერთეულზეა გათვალისწინებული. აქ საშუალებას იძლევა ეს ტროტუარი და მისი სიგანიდან გამომდინარე შეიძლება კიდევ გაკეთდეს შეჭრები", - აცხადებს მამუკა მუმლაძე.

 

განსაკუთრებული გადატვირთულობის გამო თბილისის მერია ძირითად აქცენტს ქალაქის ცენტრალურ უბნებზე აკეთებს. ჭავჭავაძისა და ჩოლოყაშვილის გამზირი, ნუცუბიძის, პეკინის, ყაზბეგისა და ცოტნე დადიანის ქუჩები. ეს ის ადგილებია, სადაც მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ავტომობილების პარკინგი უახლოეს მომავალში უნდა აიკრძალოს.


ტროტუარზე ავტომობილების გაჩერების აკრძალვა მოსწონს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელს. ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეითად მოსიარულეებისათვის დამტებით მოტივაციას შექმნის. განსხვავებული პოზიცია აქვს „ეკო ტრანპორტ ცენტრის" დირექტორს.


მისასალმებელია ის, რომ ტროტუარები თავისუფლდება ავტომობილებისგან და ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ღრმა რწმენით, იმას, რომ ქვეითებს უფრო მეტი სივრცე ჰქონდეთ და უსაფრთხოდ მოახერხონ გადაადგილება. თუმცა ასევე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი და მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ", - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.


ტროტუარზე მანქანების პარკირების აკრძალვის პარალალურად თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობაზეც. პარკირებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ხვალ თბილისის მთავრობის სხდომაზეც იმსჯელებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner