logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ფაქტი არეულობების დასაწყებად გამოიყენოს - ქვეყნის არევის შესაძლებლობას არავის მივცემთ
- +

29 აპრილი. 2023. 22:59

"რადიკალურ ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ფაქტი არეულობების დასაწყებად გამოიყენოს, ეს გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის" - რადიკალებს ვერ მივცემთ ამ ქვეყნის არევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ისინი ვერც მალავენ, რომ აქვთ გათვლა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ ამა წლის დეკემბერში ვერ მიიღებს, მათ ეს უნდათ გამოიყენონ ეს ფაქტი არეულობის მოსაწყობად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი გათვლა. სწორედ ამის გამო აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მათი გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. დაველოდოთ დეკემბერს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული განსხვავებით შარშანდელი წლისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner