logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ჯინ შაჰინზე: მისი განცხადება აბსოლუტურად უსამართლოა
- +

29 აპრილი. 2023. 23:00

"ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე - ჩვენ გვახსოვს, მისი ეს დამოკიდებულება," - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის.

„მისი განცხადება აბსოლუტურად უსამართლოა. მე ვეცდები მაქსიმალურად კორექტული ვიყო, რადგან საქმე ეხება სენატორს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები. ეს იყო ძალიან უხეშად უსამართლო განცხადება, რომელიც მან გააკეთა“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner