საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე უნგრეთში და CPAC-ში(კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია) მონაწილეობაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ღონისძიება ანტიდასავლურ შინაარსს არ შეიცავს.
„ღონისძიება, რომელიც უნგრეთში იმართება არავითარ ანტიდასავლური შინაარსს არ შეიცავს. აქედან გამომდინარე მხოლოდ სპეკულაციები შეიძლება ,მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით სინამდვილეში. არავითარი საფუძველი იმისა, რომ, ვინმემ იმსჯელოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკაზე, არ არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას“ წელს უნგრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართული ოპოზიციური წრისთვის კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმავე ტრიბუნაზე უნდა გამოვიდეს, სადაც ვიქტორ ორბანი.