logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსის მიღებაზე: ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50/50-ზე
- +

29 აპრილი. 2023. 23:03

"საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე. ეს რომ იყოს გარკვეულ მტკიცებულებებზე, ფაქტებზე დაფუძნებული, თავისი არსით ტექნიკური გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა იმის 100%-იანი გარანტია, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50/50-ზე. ბევრ ფაქტორზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ვნახოთ როგორი იქნება ვითარება დეკემბრისთვის და ამის მიხედვით მიიღებს, ალბათ, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner