logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება სოციალური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით
- +

29 აპრილი. 2023. 23:16

"ჩვენ გვაქვს კვლევის მონაცემები, არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება სოციალური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სწორედ ამის დასტურია ის შედეგები, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ და ცესკომ დაინგარიშა. კერძოდ, როდესაც ჩვენი შედეგები ხმებში რადიკალურად არის გაზრდილი და თქვენ ნახეთ, რამხელა სხვაობაა 2021 წელს მიღებულ შედეგებსა და ამ არჩევნებში მიღებულ შედეგებს შორის. ეს ყველაფერი არის იმის მკაფიო მტკიცებულება, რომ ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას ის საერთო პოლიტიკა, რომელიც წარმოებს დღეს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს განაპირობებს მხარდაჭერის ზრდას. ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებული კვლევის შედეგებს, რაც ერთის მხრივ სამწუხარო და დასანანია, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner