„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრების მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ და განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში ასეთი რამ ყველა პარტიაში ხდება.
„წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში ასეთი რამ ყველა პარტიაში ხდება. ჩვენი პარტია იყო ერთადერთი გამონაკლისი, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენც შევუერთდით დანარჩენი პარტიების რიგს. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" განაგრძობს საკუთარი დღის წესრიგით მუშაობას, იმყოფება წინასაარჩევნო პერიოდში და ვაპირებთ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი პროგრამის მთავარი გზავნილები, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს 8 ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას",- განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.