თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
ასევე, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.