ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა.
როგორც მან ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირია.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:
№ 21 - ბესიკ წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) - 1 359 ხმა, 4,7 %
№41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 27 553 ხმა, 95.3 %
საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:
გურჯაანი № 41 ზურაბ მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 1 347 ხმა
თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 345 ხმა
ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 463 ხმა
ტყიბული
№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 1 322 ხმა 86.63 %
№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი) - 204 ხმა, 13.37 %
ქუთაისი № 41 მიხეილ გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 5 396 ხმა
რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია
ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 4 825 ხმა
თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 11 511 ხმა
ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმები, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ატვირთულია ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მათ. აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვა დაიწყო 29 აპრილს 20:30 საათიდან, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები 117 უბნის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვიდან საათნახევარში წარადგინა. ამ დროში წინასწარი შედეგის გამოქვეყნება არჩევნების მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცედენტოა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ონლაინ დაკვირვებოდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე ხორციელდებოდა.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ასევე ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთა ძალისხმევით საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული. ასევე ყველა ჩართულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ვენდორი კომპანია „სმარტმატიკი“, რომელთა ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა გუშინდელი არჩევნები. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი ადასტურებს, რომ არჩევნები საერთო საქმეა!“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე