logo_geo
eng_logo
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი
- +

30 აპრილი. 2023. 13:44

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა.

 

როგორც მან ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირია.

 

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები: 

 

№ 21 - ბესიკ წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”)  - 1 359  ხმა,  4,7 %

 

№41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 27 553 ხმა,   95.3 %

 

საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:

 

გურჯაანი № 41 ზურაბ მუხულიშვილი  („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)  - 1 347 ხმა

 

თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 345 ხმა

 

ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 463 ხმა

 

ტყიბული

№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 1 322 ხმა 86.63 %

 

№51 გიორგი გაგოშიძე  (საინიციატივო ჯგუფი) - 204 ხმა, 13.37 %

 

ქუთაისი № 41 მიხეილ გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 5 396 ხმა

 

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია

 

ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 4 825  ხმა

 

თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 11 511  ხმა

 

ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმები, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი  ატვირთულია ვებგვერდზე  results.cec.gov.ge და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მათ. აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვა დაიწყო 29 აპრილს 20:30 საათიდან, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები 117 უბნის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვიდან საათნახევარში წარადგინა. ამ დროში წინასწარი შედეგის გამოქვეყნება არჩევნების მასშტაბის გათვალისწინებით  უპრეცედენტოა.

 

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ონლაინ დაკვირვებოდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე ხორციელდებოდა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ასევე ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთა ძალისხმევით  საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული.  ასევე ყველა ჩართულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ვენდორი კომპანია „სმარტმატიკი“, რომელთა ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა გუშინდელი არჩევნები. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი ადასტურებს, რომ არჩევნები საერთო საქმეა!“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner