„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შეხვდა.
ჩიქოვანის თქმით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები განიხილეს.
„ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შევხვდი. შეხვედრაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები განვიხილეთ, რაც ზუგდიდში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას.
პარტიის ადგილობრივ ბირთვთან შეხვედრებს ინტენსიურად გავაგრძელებთ, დავგეგმეთ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები. შევეხეთ გუშინდელ შუალედურ არჩევნებს, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. ვისაუბრეთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენს გეგმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ საკითხებზე“, - აცხადებს ჩიქოვანი.