logo_geo
eng_logo
ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ვერონასთან“ ქულა მოიპოვა
- +

30 აპრილი. 2023. 19:32

 

 

იტალიის ჩემპიონატში აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა. ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ვერონას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

 

ქართველი მცველი სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. მატჩი კრემონელთათვის სასურველი სცენარით დაიწყო, მეცხრე წუთზე „ვერონას“ კარი დევიდ ოკერეკემ აიღო.

 

62-ე წუთზე მასპინძლები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – მთავარმა არბიტრმა მათი მცველი, ჯაკომო კვალიატა მოედნიდან გააძევა. ამით „ვერონამ“ ისარგებლა, 75-ე წუთზე წონასწორობა სიმონე ვერდიმ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

32 ტურის შემდეგ „კრემონეზემ“ 20 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა, „ვერონასთან“ (27 ქულა, მე-18 ადგილი) ჩამორჩენა ვერ შეამცირა და სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner