logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოში
- +

30 აპრილი. 2023. 19:44

 

 

ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა აკრძალულ მეთოდს ჩვენს ქვეყანაში არეულობების, დესტაბილიზაციის შემოტანისთვის, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა აქციაზე „მოვდივარ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მათ სურთ საქართველოში დაამყარონ საელჩოკრატია, აგენტოკრატია. მაგრამ ეს ასე ვეღარ იქნება. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ ვაშინგტონში, მოსკოვში, ბრიუსელში, კიევში და ვერცერთ სხვა დედაქალაქსა და ქალაქში. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ თბილისში, რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, ჩოხატაურში, სოხუმსა და ცხინვალში. საქართველოს ბედზე გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოში. ჩვენს წინაპრებს, თაობებს, აქ მდგომებს არ გიბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა და ეს არჩევანი გაგვეკეთებინა - სად მჯდარიყო ეს ბატონი და მიმთითებელი“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner