logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: „ქართული ოცნება“ 100 მანდატზე მეტს აიღებს
- +

2 სექტემბერი. 2016. 11:05



„საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარის დავით საგანელიძის განცხადებით, მანდატების რაოდენობასთან დაკავშირებით იგივე მოლოდინები აქვს, რაც ექს-პრემიერს. როგორც საგანელიძე აღნიშნავს, 100 არის მანდატების მინიმალური ოდენობა, რაც „ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს საპარლამენტო არჩევნებში.



„მე ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბატონი ბიძინას და ჩემი აზრები აქაც ემთხვევა ერთმანეთს. მე, შეიძლება ცოტა უფრო ოპტიმისტი ვარ, თუმცა ჩემს გათვლებში 100-ის ქვემოთ ჩამოსვლას არ ვაპირებ. საპარლამენტო ცხოვრების და არჩევნების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. შესანიშნავად ვგრძნობ იმ სიტუაციას, რაც არის ქვეყანაში, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური ძალა, ვინ ჰყავს ოპონენტები, როგორ შეიძლება გადათამაშდეს ძალები, როგორია განწყობა საზოგადოებაში. ასე რომ, მიმაჩნია, 100 არის მინიმალური ოდენობა მანდატების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს", - განაცხადა  საგანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner