logo_geo
eng_logo
სოფო სიხარულიძე: როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, რადგან ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მინდა, დასრულდეს ეს ყველაფერი
- +

30 აპრილი. 2023. 20:59

 

 

როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, რადგან ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მინდა, დასრულდეს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ აქციაზე „მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთმა მონაწილემ, სოფო სიხარულიძემ განაცხადა.

 

„მოკლედ გეტყვით, რატომ მოვედი დღეს აქ. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, მე მწარედ მახსოვს იმ რეჟიმის სისასტიკე. მაშინ პატარა ვიყავი, სულ რაღაც ოთხი წლის, მაგრამ მახსოვს და აღარ მინდა, იგივე განმეორდეს. დღეს, როდესაც ჩემ თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, რადგან ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის. მინდა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი. არ მინდა, რომ სიძულვილის თვალებით ვუყურებდეთ ყველა ერთმანეთს. არ მინდა, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი იმისიანად და ამისიანად. ჩვენ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს. მინდა, რომ სქამით გვიყვარდეს საქართველო“, - განაცხადა სოფო სიხარულიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner