logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე IRI-ს კვლევაზე: გარანტიას ვიძლევი, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ვიღაცის ოთახში დაიწერა ეს ამბავი
- +

30 აპრილი. 2023. 21:44

 

 

გარანტიას ვიძლევი, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ვიღაცის ოთახში დაიწერა ეს ამბავი. იმდენად არაკომპეტენტურია, ნებისმიერ ციფრთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც აღმოაჩინო, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“ IRI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კვლევის შედეგები მოდელირებულია.

 

„რეიტინგს, რომელიც გაყალბებულია ერთი პარტიისთვის ათობით პროცენტის ცდომილებით, კვლევა არ ჰქვია. ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც გამოსცა რომელიღაც ორგანიზაციამ, იმისთვის რომ უთხრას მოსახლეობას - იქნებ დაიჯეროთ, რომ ეს ასე არის. სხვა მიზანი ამას არ გააჩნია. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში სხვა რეალობა. აბსოლუტურად მოდელირებული რეალობაა გადმოცემული IRI-ს კვლევაში.

 

გვითხრეს, თითქოს 81%-ს არ უნდა „ქართული ოცნება“ და ამ დროს სასამართლო პრობლემად არ მიაჩნიათ, ციფრულ პროგრესს აღიარებენ, კორუფცია ქვეყანაში არ არის. ჯერ ხომ ტყუილი იყო და ტყუილსაც დილეტანტურად წერენ, ასეთი შეცდომები აქვთ - 101% და ა.შ. სულელური კვლევა გამოვიდა არასერიოზულობის ხარისხიდან გამომდინარე“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner