logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში სტუდენტთა ერთი ნაწილიც ჩართო
- +

30 აპრილი. 2023. 21:56

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში სტუდენტთა ერთი ნაწილიც ჩართო.

 

ამის შესახებ კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მან რადიკალთა გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლოს მათ ამაში სტუდენტური ფრთა ჩართეს. ესენი იყვნენ „ფრანკლინის კლუბთან“ და „გირჩთან“ დაკავშირებული სტუდენტები, რომლებიც ჩაიყვანეს ევროპაში და ისინი აგრძელებდნენ იმ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner