logo_geo
eng_logo
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა
- +

30 აპრილი. 2023. 22:38

 

 

ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

 

შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ქართველმა ხელბურთელებმა სტუმრად, უნგრეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 31:30 დაამარცხეს, მე-6 ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

 

გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო, 8 გოლით გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა. 7 გოლი ჰქონდა თეიმურაზ ორჯონიკიძეს, 4-4 გოლი კი ირაკლი კბილაშვილის, ერეკლე არსენაშვილისა და გიორგი დიხამინჯიას ანგარიშზეა.

 

ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია 10-დან 28 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner