logo_geo
eng_logo
გელა სამხარაული: ძლიერი სოფელი ჩვენი ხელისუფლების ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია
- +

2 სექტემბერი. 2016. 11:10



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.


 ამჯერად იგი ვარდისუბნისა და გულგულას სოფლების მოსახლეობას შეხვდა. საუბარი აღნიშნულ სოფლებში არსებულ საჭიროებებს შეეხო. ადგილობრივთა განცხადებით, ძირითადი საკითხები ინფრასტქრუქტურული ხასიათისაა და წყალს, შიდასაუბნო გზებსა და გარეგანათებას უკავშირდება.


დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის მუდმივი მზაობა დააფიქსირა და ვრცლად მიმოიხილა ამ სოფლებში უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სასმელი წყლის ქსელების მოსაწესრიგებლად.

 

„მსგავსი პროექტები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განხორციელდება. მე კარგად მესმის ის საჭიროებები, რაც თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადგილზე არსებული პრობლემური საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, რადგან სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა და ზოგადად, ძლიერი სოფელი ჩვენი ხელისუფლების ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია",- განაცხადა გელა სამხარაულმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner