logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: სარაგბო ბაზის ქსელის მესაკუთრე იქნება რაგბის კავშირი. ეს არ ნიშნავს, რომ ფონდი „ქართუ“ განზე გადგა და აღარ დაეხმარება ქართულ რაგბის. ჩვენ გავაგრძელებთ დაფინანსების პროგრამას
- +

30 აპრილი. 2023. 23:35

 

 

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ამ კვირაში რაგბის კავშირს 14 სარაგბო ბაზა გადასცა, იმ იმედით რომ განვითარება გაგრძელდება და ბორჯღალოსნები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.

 

ქართულ რაგბიში ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ჩადო, გარდა ამისა აშენდა 28 სარაგბო სტადიონი და 5 სასტუმრო.

 

ამ თემაზე სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა და „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ესაუბრა.

 

„ამიერიდან, ოფიციალურად, სარაგბო ბაზის ქსელის მესაკუთრე იქნება რაგბის კავშირი. ეს არ ნიშნავს, რომ ფონდი განზე გადგა და აღარ დაეხმარება ქართულ რაგბის. ჩვენ გავაგრძელებთ დაფინანსების პროგრამას. გარდა ამისა, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამაში, მაგალითად ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამაში, რომელიც სკოლებში განვითარდება და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დავეხმარებით რაგბის კავშირს ინფრასტრუქტურის მოვლაში“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner