logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე: ჩვენ ვართ ქრისტიანული ევროპის მომხრეები. ჩვენ ვართ იმ ევროპის მომხრეები, რომელზეც გავიზარდეთ
- +

1 მაისი. 2023. 00:15

 

 

რა შუაშია, „შეკრება ევროპის წინააღმდეგ იყო“? მე ვარ ევროპის წინააღმდეგი და ისინი [ოპოზიცია] არიან მომხრეები? ჩვენ ვართ ქრისტიანული ევროპის მომხრეები. ჩვენ ვართ იმ ევროპის მომხრეები, რომელზეც გავიზარდეთ. ჩვენ ვართ სერვანტესის ევროპის მომხრეები, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ასე უპასუხა აქციის „მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შეფასებებს, რომ დღეს გამართული შეკრება ანტიევროპული იყო.

 

მან აქციაზე პლებისციტურ დემოკრატიაზე გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპექტრი ბევრ საკითხზე ვერ თანხმდება, ამიტომ საჭიროა საზოგადოების აზრის გაგება.

 

„ვკითხოთ ხალხს, ეს ყველაფერი გინდათ? გინდათ. არ გინდათ? არ გინდათ. ეს არის პირდაპირი დემოკრატია. ეს არის პლებისციტური დემოკრატია. ვკითხოთ ხალხს და გადაწყდება ეს პრობლემები. არ იქნება მუდმივი იწილო-ბიწილო ამ ქვეყანაში, ერთმანეთის თავების ჩეჩქვა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. დაწყნარდება ყველა და შეეგუება ყველა ხალხის აზრს. მარტივია გამოსავალი. თუ თქვენ - ხელისუფლება ხართ თუ ოპოზიცია, ვერ წყვეტთ[რაღაცას] და მუდმივ რყევაშია ქვეყანა, მაშინ ვკითხოთ ხალხს და დავხუროთ ფურცელი “, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

 

მან დღევანდელი შეკრების გაგრძელების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიქმნება ორი საინიციატივო ჯგუფი - ერთი იმუშავებს ხელისუფლებასთან, მეორე კი დიპლომატიურ კორპუსთან და გააცნობს მათ ხალხის პოზიციებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner