გოგა ხაინდრავა: დღევანდელი აქცია დასაწყისია მხოლოდ იმის, რომ ეს საზოგადოება ყველას დაუმტკიცებს, აქ თამაში მორჩა. ავტოფარეხები გადანაწილებულია და ყველამ თავისს მიხედოს
-
+
1 მაისი. 2023. 01:47
„დღევანდელი აქცია ხომ არ გგონიათ, პიკია?! ეს არის დასაწყისი მხოლოდ იმის, რომ ეს საზოგადოება ყველას დაუმტკიცებს, აქ თამაში მორჩა. გარაჟები გადანაწილებულია უკვე და ყველამ თავის გარაჟს მიხედოს“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის „მოვდივართ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პროცესები მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიოში აქამდე არსებული პოლიტიკა დასრულდა. ეს არ არის ცუდი, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. დამთავრდა ესეც - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენებული ხუხულა, როგორც აღმოჩნდა, არის აბსოლუტური სიცრუე. მე მესაუბრებოდე ღირებულებებზე და მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, ქრთამით გქონდეს ჯიბე ამოტენილი, ეს ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. ეს ქართული საზოგადოება ამას მიხვდა. ესაა ყველაზე მთავარი. დღევანდელი აქცია ხომ არ გგონიათ, პიკია?! ეს არის დასაწყისი მხოლოდ იმისი, რომ ეს საზოგადოება ყველას დაუმტკიცებს, აქ თამაში მორჩა. გარაჟები გადანაწილებულია უკვე და ყველამ თავის გარაჟს მიხედოს და ჩვენ - ჩვენს გარაჟს“, - განაცხადა ხაინდრავამ.