logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა
- +

1 მაისი. 2023. 09:42

 

 

თურქეთის დაზვერვამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ალ-ყურეიში გაანეიტრალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასაშუალებებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

სირიის ადგილობრივმა წყაროებმა განაცხადეს, რომ სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანდარისში განხორციელდა, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჯგუფები აკონტროლებენ.

 

გავრცელებული ცნობით, შეტაკება ღამით დაიწყო, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ მოსახლეობამ დიდი აფეთქების ხმა გაიგო.

 

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას ახალი ინფორმაცია გავუზიარო. მოხდა მოვლენა, რომელიც აჩვენებს ჩვენს მტკიცე ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს დაეშის ე.წ. ლიდერს, კოდური სახელით აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშის. ამას აქ პირველად ვამბობ. ეს პირი განეიტრალდა სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ 29 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს სირიაში. ჩვენ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ“, – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ყურეიში ლიდერად 2022 წლის ნოემბერში აირჩია, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წინა ლიდერი სამხრეთ სირიაში მოკლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner