logo_geo
eng_logo
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტრულ პროექტებს გაეცნობა
- +

2 სექტემბერი. 2016. 11:14



ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, დღეს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე შემოსასვლელ ავტობანს, რეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩას, 31-ე საბავშვო ბაღს და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობას მოინახულებს.

მოგვიანებით, გივი ჭიჭინაძე რეგიონულ თათბირს გამართავს, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებთან ერთად, სახელმწიფო ქონების სააგენტოს, „ენერგო პრო ჯორჯიას", საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან. სხდომაზე გუბერნატორი მხარეებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner