logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ამ ბატონს ნამდვილად არ აქვს დისკუსიების გამართვის უფლება მოსახლეობასთან, რადგან თუ ვინმე არღვევდა ევროპულ ფასეულობებს და მოქმედებდა რუსული მეთოდებით, ეს გიორგი ქადაგიძე იყო
- +

1 მაისი. 2023. 13:29

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში აზიარებს, რომელიც საზოგადოებას ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 

ფოჩხუას თქმით, მას შეუძლია გაუცნობიერ ადამიანებთან გაჭრას მისმა სიცრუემ, მაგრამ არა იმ ხალხთან, ვინც იცის ამ ორი ქვეყნის ისტორია, ალბათ ამიტომაც ითხოვს წინასწარ რეგისტრაციას, იმ მიზეზით, თითქოს ადგილები შეზღუდულია და დასწრებაზე კი მოთხოვნა დიდი.

 

„ყველას, ყველას და ამ ბატონს ნამდვილად არ აქვს უფლება, მით უმეტეს დისკუსიების გამართვის მოსახლეობასთან. თუკი ვინმე არღვევდა ევროპულ ფასეულობებს და მოქმედებდა რუსული მეთოდებით, ეს გიორგი ქადაგიძე იყო. რა ირლანდია რა ესტონეთი, კი შეუძლია გაუცნობიერ ადამიანებთან გაჭრას მისმა სიცრუემ, მაგრამ არა იმ ხალხთან, ვინც იცის ამ ორი ქვეყნის ისტორია, ალბათ ამიტომაც ითხოვს წინასწარ რეგისტრაციას, იმ მიზეზით, თითქოს ადგილები შეზღუდულია და დასწრებაზე კი მოთხოვნა დიდი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს,“ - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner