ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში აზიარებს, რომელიც საზოგადოებას ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
ფოჩხუას თქმით, მას შეუძლია გაუცნობიერ ადამიანებთან გაჭრას მისმა სიცრუემ, მაგრამ არა იმ ხალხთან, ვინც იცის ამ ორი ქვეყნის ისტორია, ალბათ ამიტომაც ითხოვს წინასწარ რეგისტრაციას, იმ მიზეზით, თითქოს ადგილები შეზღუდულია და დასწრებაზე კი მოთხოვნა დიდი.
„ყველას, ყველას და ამ ბატონს ნამდვილად არ აქვს უფლება, მით უმეტეს დისკუსიების გამართვის მოსახლეობასთან. თუკი ვინმე არღვევდა ევროპულ ფასეულობებს და მოქმედებდა რუსული მეთოდებით, ეს გიორგი ქადაგიძე იყო. რა ირლანდია რა ესტონეთი, კი შეუძლია გაუცნობიერ ადამიანებთან გაჭრას მისმა სიცრუემ, მაგრამ არა იმ ხალხთან, ვინც იცის ამ ორი ქვეყნის ისტორია, ალბათ ამიტომაც ითხოვს წინასწარ რეგისტრაციას, იმ მიზეზით, თითქოს ადგილები შეზღუდულია და დასწრებაზე კი მოთხოვნა დიდი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს,“ - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.