„გელაპის“ კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში მოზარდებში LGBTQ იდენტიფიცირებულთა 20 % Gen Z ის თაობაა.
კვლევის თანახმად, აშშ-ში LGBTQ იდენტიფიკაცია მოზარდებში 7.2 %-ია. აქედან 20% Gen Z-ის თაობაა.
როგორც „იმედის კვირის“ სიუჟეტშია ნათქვამი, გელაპის ბოლო კვლევა, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მშობლების შეშფოთებას იწვევს.
აქვე აღნიშნულია, რომ 2022 წლის ივნისში კვლევა უილიამსის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში მილიონ 600 ათასზე მეტი მოზრდილი და მოზარდი 13-იდან 17 წლამდე იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი.