logo_geo
eng_logo
თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია პარლამენტში
- +

1 მაისი. 2023. 16:54

 

 

თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებით წარსდგა. შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

კომიტეტის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მიმართულებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომ ამაღლებასა და გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, კონტრ-მობილურობისა და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან.

 

სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner