logo_geo
eng_logo
თემურ ჭყონია: „Black Sea Arena“-ს გახსნამ მოლოდინს გადააჭარბა
- +

2 სექტემბერი. 2016. 11:35


 

„მნიშვნელოვანი იყო  „Black Sea Arena"-ს  გახსნა და მოლოდინს გადააჭარბა იმ ფაქტმა, რომ 10 000-კაციანი დარბაზი სრულად გაივსო",- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „GBC"-სთან  საუბრისას განაცხადა. როგორც ჭყონია აღნიშნავს, კონცერტების ხარისხი ძალიან კარგი იყო, ასევე  კონცერტებიდან გამომდინარე „Georiga Palace Hotel & Spa"-ს და თვითონ ქობულეთსაც დამსვენებელთა დიდი ნაკადი ესტუმრა.


ბიზნესმენი სეზონის დადებით მოვლენებთან ერთად, საკურორტო ზონებში პრობლემებზეც ღიად საუბრობს.

 

„ქობულეთში დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა ქუჩაში ძროხების სიარული და შესაბამისად არაჰიგიენური მდგომარეობა, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ ნეგატიური იმიჯის შემქმნელია", - აცხადებს ჭყონია და აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია წლების განმავლობაში გრძელდება.



კიდევ ერთ პრობლემად  ჭყონია მომსახურების შეუსაბამო მაღალ ფასებს ასახელებს, რაც პრობლემაა, რადგანაც ჩამოდიან  „ახალი ტურისტები", თუმცა  შემდგომ წელს ისინი უკან აღარ ბრუნდებიან.


ჭყონია ასევე ხაზს უსვამს სატრანსპორტო პრობლემებს, მოუწესრიგებლობას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ცუდ განრიგს.


ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მოსაწესრიგებელია  ინფრასტრუქტურაც და ბათუმსაც სჭირდება ღია საკონცერტო სივრცე, რათა  მასშტაბური კონცერტები კორტებზე არ  იმართებოდეს.


„თუ მთავრობას სურს, „Check-in Georgia"-ს პროექტი 2017 წელსაც განხორციელდეს, მისი დაგეგმვა აუცილებლად იანვარშივე უნდა დაიწყოს,  რათა ყველაფერი იყოს კარგად ორგანიზებული და გათვლილი",- აღნიშნავს ჭყონია.


წყარო: gbc.ge

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner